დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
15-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

აქციაში ჩართულნი არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. მონაწილეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვ. აგროვებენ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203