„გვჯერა, სიკეთეს უდიდესი ძალა აქვს“ - ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
15-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.

სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი საქველმოქმედო აქციის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს და მოსწავლეებს, მათ მშობლებთან ერთად მადლობას უხდის. ასევე, აღსანიშნავია, რომ თეონა ადეიშვილი მთელს მსოფლიოს მშვიდობას უსურვებს.

„გვჯერა, რომ სიკეთეს უდიდესი ძალა აქვს, ყველა ბოროტების დამარცხება შესაძლებელია სიკეთის კეთებით და ერთად დგომით... არ დავიღლები მადლობით ჩვენი მშობლებისთვის... არ დავიღლები ჩემი ბავშვების ქება-დიდებით. მადლობა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, ბატონ ვლადიმერ ხელაძეს, მადლობა რესურსცენტრის უფროსს, ბატონ ივანე კორძაძეს. რას არ ნახავდით სულით და გულით ნაკოწიწებ ტვირთში.... გული ბედნიერებით გვევსება, რომ წარმოვიდგენთ იმერელი ბებოების ნაკეთებ ჩურჩხელებს, ტყლაპს, ჩვენი მეფუტკრეების მოტანილ თაფლს, როგორ მიიღებენ გასაჭირში მყოფი ადამიანები", - წერს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203