„ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას! არა ომს!“ - ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
15-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები აქტიურად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მუნიციპალიტეტის დახმარებით მეგობარ ქვეყანაში აგზავნიან. ემოციურია პაწაწინა სათამაშო დათუნია, რომელიც სკოლის მოსწავლემ თავისი თანატოლებისთვის გაამზადა - „გვირაბშია და საყვარელი სათამაშო იქნებ არ აქვსო..“
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გულისამაჩუყებელია ბავშვების დამოკიდებულება სიტუაციის, მდგომარეობის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„დღეს მთელი დღე ამ სათამაშოებზე მეტირება. ჩვენმა მოსწავლემ ომში მყოფი თავისი თანატოლისთვის, რომ ჩაალაგა, ალბათ საყვარელი სათამაშოები აღარ აქვთო... არ მინდა ასეთი მსოფლიო, სადაც ბავშვებს საყვარელი სათამაშოები დაუბომბეს, სადაც მეორე პატარა სულის ტკივილს განიცდის და საკუთარ, ნალოლიავებ დათუნიას უზარმაზარ ყუთში სვამს ომში მყოფი ბავშვისთვის... ეს უნდა დასრულდეს... ბავშვები არ უნდა ტიროდნენ! ბავშვებს ნუ წავართმევთ ბავშვობას! არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს!“, - წერს დირექტორი თეონა ადეიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის