ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში 3 მარტი განსაკუთრებულად აღნიშნეს
15-03-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად ლამაზი აქტივობებით აღნიშნავენ.

სკოლაში ამჯერად 3 მარტი - დედის დღე აღნიშნეს და მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით დაამზადეს.

„წელიწადის ყველა დრო ლამაზია განსაკუთრებით კი გაზაფხული. არემარეს ჩიტების საამური ჭიკჭიკი და ყვავილების საამო სურნელი ავსებს. გაზაფხულს უფრო ალამაზებს და ამშვენებს დღესასწაული, რომელსაც „დედის დღე“ ჰქვია. ძვირფასო დედებო, მშობლებო და მასწავლებლებო გილოცავთ - „დედის დღეს“, ყველა შვილს გაემართლებინოს დედის ამაგი, იმედები და ყოველთვის სიხარულით და სიყვარულით ეთქვას მისთვის: „დედა მიყვარხარ, მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203