სამღერეთის საჯარო სკოლაში ფრენბურთში გოგონათა შორის მეგობრული თამაშები ჩატარდა
15-03-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო აქტივობები იმართება.
10 მარტს, სამღერეთის საჯარო სკოლაში თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებული ფრენბურთელ გოგონათა გუნდების მეგობრული თამაშები ჩატარდა.
შეჯიბრებას ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური ესწრებოდა, რომელმაც მონაწილე გუნდები გარდამავალი თასითა და სიგელებით დააჯილდოვა.
პირველობა გუნდმა „ოლიმპომ" მოიპოვა, შესაბამისად „ოქროს“ გარდამავალი თასი მომდევნო სპორტულ თამაშებამდე მათ განკარგულებაშია.
„მადლობა ყველა ჩართულ მხარეს და რა თქმა უნდა მონაწილეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის