სორმონის საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე - „„აზიის ქვეყნები“ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-8 კლასში თემაზე - „აზიის ქვეყნები“ ღია გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გაკვეთილმა ნაყოფიერად ჩაიარა.
სკოლა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს წარმატებას უსურვებს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ხათუნა მასწავლებელს და ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: