
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექციამ, ისტორიის მასწავლებელმა, მანანა სამხარაძემ და გორის ჩოხოსანთა საზოგადოებამ მეცხრე კლასის მოსწავლეებს - თამარ მეზვრიშვილსა და ანი ჩალაურს სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
მოსწავლეები კონკურსში - „ვინ უკეთ იცნობს ლევან გოთუას „გმირთა ვარამს“ მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და მათ ისტორიის პედაგოგ მანანა სამხარაძეს ამ გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.