„ვკითხულობთ ზღაპრებს“ - რველის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
15-03-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალებაზე იმუშავეს. კომპლექსური დავალების თემა -  „ვკითხულობთ ზღაპრებს“ (Читаем сказки) გახლდათ. მოსწავლეებმა პროგრამული ზღაპრები (Три котёнка და Под грибом) წაიკითხეს.

კომპლექსური დავალება შემდეგი 5 ეტაპისგან შედგება:

1 ეტაპი: ზღაპრის პერსონაჟების (თვალსაჩინოების სახით ) დახატვა;
2 ეტაპი: „წიგნის დამზადება“;
3 ეტაპი: კედლის გაზეთების მომზადება;
4 ეტაპი: ზღაპრების, მულტფილმის გახმოვანება; 
5 ეტაპი: კედლის გაზეთების და წიგნების პრეზენტაცია.

„გაითამაშეს ზღაპარი, კენჭისყრის შედეგად როლები თავად შეარჩიეს! ძალიან ყოჩაღი ბავშვები, ბრწყინვალედ გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203