
თბილისის N192 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები კომპლექსური დავალებაზე ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მუშაობენ.
კომპლექსური დავალების თემაა - ფეხბურთი. მოსწავლეთა პედაგოგი კი მანანა ბიჩინაშვილი გახლავთ.
მოსწავლეები დახვეწენ ფეხბურთის ელემენტებს, მარტის ბოლოს კი ფეხბურთში სასკოლო ფესტივალი ჩატარდება.
პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები სკოლის პედაგოგებთან.
იხილეთ ფოტოები: