
25 თებერვალს, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ (ი.თოდუა, ი. ჯოლოგუა, ფ. კვარაცხელია) ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოაწყო.
მოსწავლეებმა დოკუმენტური სურათი - „1921 წელი- იუნკერები და საქართველოს გასაბჭოება“ ნახეს.
ნანახმა დოკუმენტურმა მასალამ და პედაგოგების - ფლორა კვარაცხელიას, ინგა თოდუას, ირინე ჯოლოგუას მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმოგზაურეს წარსულში და თავიანთი წარმოსახვით შექმნეს კომიქსები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის საზოგადოებრივი კათედრის წევრებს კვირეულის ორგანიზებულად ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: