აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობას დააკვირდნენ
15-03-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ნიჭიერი მე-2 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობას დააკვირდნენ.
მეორეკლასელებმა შეძლეს თბილი და ცივი ჰაერის მოძრაობაზე დაკვირვება და დაკვირვების შედეგის აღწერა; შეასრულეს მოტორიკის განმავითარებელი სამუშაოები; მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით შეისწავლეს ობიექტზე დაკვირვება; ასევე, პრაქტიკულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ქეთევან ტოჩილაშვილი გახლავთ.