ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კაკულიას წარმატება ესეების კონკურსში
15-03-2022
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კაკულიამ ესსეების კონკურსში ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავა. 

კონკურსი დედის დღეს ეძღვნებოდა და ფოთისა და საქართველოს ქალთა საბჭოების მიერ იყო ორგანიზებული. ესეების თემა „დედა მეგზური, ერთგული მეგობარი“ იყო. 

კონკურსანტების დაჯილდოება ფოთის საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში მოეწყო. მას გამარჯვებული მოსწავლეები და ჟიურის წევრები ესწრებოდნენ. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ წარმატებას და მომავალშც წარმატებას უსურვებს.

„საკონკურსოდ წარდგენილი 26 ნამუშევრიდან ერთ-ერთი საპრიზო ადგილი მარიამ კაკულიას ნამუშევარმა დაიკავა. მისასალმებელი და საამაყოა ის ფაქტიც, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ, მარიამ კაკულიას საკონკურსო ნამუშევარზე გაამახვილა!
წარმატებები „გიმნაზიის" X კლასის მოსწავლე მარიამ კაკულიას და პროექტის ხელმძღვანელ პედადოგ ირმა ხარშილაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203