ალპანის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
15-03-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში, ვაჟთა შორის შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა.

შეჯიბრი წარიმართა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულ „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” მოქმედი დებულების შესაბამისად. 

მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ლუკა ფრუიძემ პირველი ადგილი დაიკავა, გიორგი ხვადაგიანი მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი გელა ფრუიძეს ხვდა წილად. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე გახლავთ. 

სკოლაში სპორტის მასწავლებელსა და მოსწავლეებს შეჯიბრში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა სპორტის უფროს მასწავლებელს, დავით ფრუიძეს და ყველა მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში. ვულოცავთ, ლუკა ფრუიძეს (1 ადგილი), გიორგი ხვადაგიანს (მე-2 ადგილი), გელა ფრუიძეს (მე-3 ადგილი) წარმატებულ მონაწილეობას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203