„მხარს გიჭერთ უკრაინელებო!“- კურსების საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ უკრაინელებს წერილი მისწერა
15-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში უკრაინელებს თანადგომას უცხადებენ. 

სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ანასტასიამ უკრაინელებს წერილი მისწერა, მან თანატოლებს საკუთარი თავი წარუდგინა და მისწერა, რომ იცის, რაც მათ ქვეყანაში ხდება. მოსწავლე წერს, რომ არ უნდა ომი და უკრაინას გამარჯვებას უსურვებს. 

ანასტასიამ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რასაც წერილითაც ატყობინებს. მოსწავლე ქალთა დღეს უკრაინელ ქალებს ულოცავს და მთელ ქვეყანას მშვიდობას უსურვებს. 

„მხარს გიჭერთ უკრაინელებო! გაუმარჯოს უკრაინასა და საქართველოს“,- წერს ანასტასია.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203