გულგულის საჯარო სკოლამ, თითოეული მოსწავლის, მშობლისა თუ მასწავლებლის სახელით, უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა
15-03-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა პოზიცია მხარდამჭერი პლაკატებითა და დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

მოსწავლეებმა დაგმეს ომი და უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვეს. 

სკოლა უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციასაც შეუერთდა. სკოლამ თითოეული მოსწავლის, მშობლისა თუ მასწავლებლის სახელით გამოიხატა თანადგომა და დახმარებისათვის მზაობა.

მათი უდიდესი თანადგომითა და ერთობით უკრაინელი ხალხისთვის შეგროვდა სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტანსაცმელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203