ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
15-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერმა, მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.

პატარებმა დედის დღეს - 3 მარტს და ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს ერთი ლამაზი დღე მიუძღვნეს. აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელების პედაგოგი ელისო ჩუბინიძეა.

„ბავშვები ცეკვებით, ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ დედებს; ასევე, თავიანთი ხელით დამზადებული ნიღბებით წარმოადგინეს თეატრალური ნომერი, ნელი ოქროპირიძის - „ძველი კალოში“. გაითამაშეს პანტონიმა, მერი ბოლქვაძის -„მზეს“, მიხედვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203