
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაკა მენთეშაშვილი გახლდათ.
ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარი ტრაგიკული ამბები; წაიკითხეს ლექსები, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით დაიწერა; გაიხსენეს ახალგაზრდა იუნკერები, რომელთაც სიცოცხლე უთანასწორო ბრძოლას შესწირეს.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების თანხლებით.
„დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! „როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!“, „დიდება საქართველოს!“, - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბი „ბუმერანგის“ წევრები.
იხილეთ ვიდეოები: