„ჩვენი სოლიდარობა უკრაინას!“- დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ
14-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ მეტად მძიმე დროს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მოძმე ქვეყანას თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს - ბავშვებმა უკრაინის დროშები და სამშვიდობო მოწოდებებით გაფორმებული პლაკატები საკუთარი ხელით შექმნეს. ასევე, უკრაინის დროშებით ბავშვებმა სახეებიც მოიხატეს რაც მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება იყო.
„ჩვენი სოლიდარობა უკრაინას! არა ომს!“, - ეს სლოგანები გასდევდა ფონად მოსწავლეების მიერ გაკეთებულ მხარდასაჭერ აქტივობებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს