„მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა“ - გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს თანადგომას უცხადებენ
14-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
მოსწავლეებმა თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ თანატოლებს - მათ მხარდასაჭერად უკრაინის დროშები გამოფინეს და ასევე, მეგობარ ქვეყანაში მშვიდობის გზავნილები გაგზავნეს. მოსწავლეებმა მხარდასაჭერი ვიდეორგოლიც შექმნეს.
„მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! არა ომს!“, - ამ სლოგანების გარშემო გაერთიანდა გელათის საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ გელათის საჯარო სკოლამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საკუთარი წვლილი შეიტანა და საკუთარი თანადგომა კიდევ ერთხელ, გულწრფელად დაადასტურა.