შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
„სოლიდარობა უკრაინას და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს! დიდება უკრაინას“, - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. ასევე, გაიმართა აქტივობა, რომლითაც უკრაინაში გადაღებული ვიდეო - როგორ მირბის გოგონა ყვავილებით ხელში ჯარისკაცისკენ, გააცოცხლეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: