ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის თანამშრომელთა დახმარება უკრაინელ ხალხს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და სრულ მხარდაჭერასა თუ სოლიდარობას უცხადებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული თანამშრომელი უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ.
„მადლობა განახლების საჯარო სკოლის თითოეულ თანამშრომელს ერთსულოვნად, უყოყმანოდ უკრაინის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაში წვლილის შეტანისათვის. ასევე ამ აქციის ორგანიზატორს, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს. დიდება და გამარჯვება უკრაინას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.