„გმირია ის, ვინც დამოუკიდებლობისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის!“- კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
14-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

მოსწავლეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში პოზიცია დააფიქსირეს. 

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელებს მშვიდობას უსურვებენ. 

„ჩვენ უკრაინელ ბავშვებს თანადგომას ვუცხადებთ! მშვიდობა უკრაინელ ხალხს! გმირია ის, ვინც დამოუკიდებლობისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის!

"მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა.

სიცოცხლეს ვიხდი. . .“ ოთარ ჭილაძე.

უფლის ნებით მშვიდობა დასადგურებულიყოს უკრაინასა და მთელს მსოფლიოში … “,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203