ხონის N3 საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
14-03-2022
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში აქტიურად ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით, დირექტორი ვერიკო ბენიძე წერილს ავრცელებს.

„ჩვენი წვლილი შევიტანეთ მეგობრებს დავეხმარეთ. საოცრად ამაყი ვარ თქვენით - მოსწავლეებო, მშობლებო მასწავლებლებო, თანამშრომლებო საოცრად ბედნიერი ვარ თქვენი კეთილშობილებით; საოცრად მიხარია, რომ ეს შეგვიძლია მადლობა ყველას ამ საქმეში შეტანილი მცირეოდენი წვლილისთვისაც. უფალი დიდია და ხედავს ვინ ვართ და რა შეგვიძლია განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს ვინც დღეს გვეხმარებოდა, მადლობა ბაჩო ბასილაიას. ჩვენ ერთი ძლიერი გუნდი ვართ! მიყვარხართ! წარმოუდგენლად გახარებული და ბედნიერი ვარ“, - აღნიშნავს დირექტორი ვერიკო ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203