
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროება აქტიურად მიმდინარეობს.
აქციაში ჩართულნი არიან საჯარო მოხელეები, სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ, მათ შორის, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და ა.შ.