ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში „ფსიქოლოგიის კლუბის“ პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სკაუტური ორგანიზაციის წევრის, სკაუტის - მარი დუმბაძის მიერ იყო ორგანიზებული.
აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მოსწავლეებმა გამართეს დისკუცია და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრის პირველი ნაწილი იყო გაცნობითი და ლექციური სახის, ხოლო მეორე ნაწილში მოსწავლეებმა ძალზედ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია გამართეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, განმსაზღვრელი ნიშნის საჭიროება/არსაჭიროება სკოლაში...
საბოლოო ჯამში, პირველი შეხვედრა იყო მრავლისმომცემი საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია, ძალზედ მეგობრული გარემოში წარიმართა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.