„ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება!“- ხონის N2 სკოლაში უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სასკოლო საზოგადოებამ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა, რაშიც ყველა აქტიურად იყო ჩართული.
„For Ukrainian people from Georgia Khoni N2 school. Glory to Ukraine! Slava Ukraine! მშვიდობა უკრაინას!“, აღსანიშნავია, რომ ეს სლოგანები გასდევდა ფონად ჰუმანიტარული დახმარების აქციას და სწორედ ამ სიტყვებით გაფორმებული დახმარება გაიგზავნა მეგობარი ქვეყნისთვის.
ასევე, მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს გულწრფელად თანაუგრძნობენ და ემოციური წერილებით ამხნევებენ:
„ჩემო უკრაინელო თანატოლებო. გთხოვთ, არ შეგეშინდეთ, რადგან ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. ისევ გაიღიმებთ, დაამარცხებთ ბოროტებას. მეც ვტირი, როცა ტელევიზორში პატარა ბავშვებს ვხედავ ატირებულს. შეგიძლიათ საქართველოში ჩამოხვიდეთ. შეგიფარებთ...“, - აღნიშნულია მოსწავლეების წერილში.
სკოლის მოსწავლეებმა მხარდასაჭერად უკრაინას ნახატებიც მიუძღვნეს.
იხილეთ ფოტოები: