„გვსურს მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება!“- ხონის N1 სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ
14-03-2022
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

სასკოლო საზოგადოებამ პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროფუქტები მცირე დროში შეაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მობილიზებული ფულადი სახსრებით არამალფუჭებადი საჭირო საკვები პროდუქტები შეიძინეს.

„ჩვენ გვსურს მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება. ძალა ერთობაშია!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203