
თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, შესაბამისად მოზარდების ფიზიკური აღზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მოსწავლეებს მასწავლებელი თამაზ ფსუტური სახალისო აქტივობებით გაჯერებულ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს სთავაზობს.
ამჯერად, VIდ კლასის მოსწავლეებმა კალათბურთი ითამაშეს და ფიზიკური შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
„ჩვენ გვიყვარს კალათბურთი“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ვიდეო: