
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო.
მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარებას აქტიურად აგროვებენ.
აქციაში ჩართულნი არიან საჯარო მოხელეები, სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას უყრიან თავს. მათ შორისაა - საკვებ პროდუქტები, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები და ა.შ.