ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა და მასწავლებელთა უკრაინისადმი სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი
14-03-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეები და მასწავლებლები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

მათ თავიანთი თანადგომა ამჯერად ცოცხალი ჯაჭვით დააფიქსირეს. 

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“ - ეს მოსწავლეთა და პედაგოგთა მთავარი გზავნილი იყო. ისინი უკრაინელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ამჯერად, ცოცხალი ჯაჭვით გამოხატეს უკრაინისადმი სოლიდარობა და მხარდაჭერა.
WE STAND WITH UKRAINE!
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203