ნახურცილაოს საჯარო სკოლის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს
14-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

აქციაში ჩართულები არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. აქციის მონაწილეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ნახურცილაოს საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203