მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლა უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეურთდა.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
აქციაში ჩართულნი არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ, მათ შორის: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვა საჭირო ნივთებს.