ზემო ნატანების საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს. სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში მთელი სკოლა უდიდესი მონდომებით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები: