კაჭრეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლა ნანიანში პროექტი - „მოგზაურობა კოსმოსში“ განხორციელდა
14-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლა ნანიანში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, V - VI კლასებში სასწავლო პროექტი - „მოგზაურობა კოსმოსში“ განხორციელდა​.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ტურისტული სააგენტოს ლოგო და სარეკლამო ბანერი/ბუკლეტი; მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია პლანეტების შესახებ; „აღმოაჩინეს“ ახალი პლანეტა, რომელსაც - „მშვიდობის პლანეტა“ უწოდეს, ხოლო კომპანიას - „მშვიდობის ელჩები კოსმოსში“; ასევე, შექმნეს მოსაწვევი ბარათები უკრაინელი თანატოლებისთვის „მშვიდობის პლანეტაზე“ გასამგზავრებლად.

აღსანიშნავია, რომ მონდომებული მოსწავლეების პედაგოგი ლელა მაზანიშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203