ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორის მარინე ტაბატაძის კიდევ ერთი აღიარება
14-03-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე განსაკუთრებული აქტიურობითა და ენთუზიაზმით გამორჩეული დირექტორია. 

ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში, ზრუნავს საკუთარი პედაგოგებისა და მოსწავლეების განვითარებაზე. 

ამჯერად, როგორც თავად წერს, დედამიწის 1001 ყველაზე შთამაგონებელ ქალს შორის მოხვდა. 

ის ამაყობს ამ მიღწევით და მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში დირექტორის წყალობით, მეგობრული, თბილი და მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203