
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე 20-21 თებერვალს გამართულ მეექვსე საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა. კონგრესი თემაზე - „სამკურნალო მცენარეები და ტრადიციული მცენარეული ექსტრაქტები თქვენს ქვეყანაში“ გაიმართა.
სკოლის დირექტორი კონგრესში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა და საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
„მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს - პროფესორს, დოქტორ ვასიფ იუსეფ ალ-აბიდის და ლიკა ბაიაშვილს გვერდში დგომისთვის და საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენისთვის! წარმატებებს გისურვებთ ყველას!“,- აღნიშნავს მარინე ტაბატაძე.
საერთაშორისო კონფერენციას ადამიანის კვების მეცნიერებებისა და სურსათის უვნებლობის სამეფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სურსათის უსაფრთხოებისა და სოციალური მშვიდობის აკადემია, საერთაშორისო ინტელექტის აკადემია და ცოდნის სამეფო ტრენინგებისა და კონსულტაციისათვის უკვე მეექვსედ მართავს.
იხილეთ ფოტოები: