„სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის“ - ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
14-03-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს. ნიჭიერმა მოსწავლეებმა ვიდეოკოლაჟი შექმნეს, რომლის საშუალებითაც გაზაფხულის დღესასწაული მათთვის უძვირფასეს ადამიანებს მიულოცეს.
„დედა, დედიკო, დე... სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის, ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის - „დედა“, განა მარტო ადამიანი? ჩნდება კითხვა და რატომღაც პასუხი უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია... გილოცავთ, ღირსეულო მშობლებო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის