„მშვიდობა მსოფლიოში დედებსა და შვილებს!“ - საჩხერის N1 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს
14-03-2022
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„მშვიდობა მსოფლიოს დედებს და შვილებს!“, - ღონისძიებას თან აღნიშნული სლოგანი გასდევდა ფონად. ნიჭიერმა მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში სიმღერები შეასრულეს და დედის დღე დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს.