ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კომპლექსური დავალებების ფარგლებში, საინტერესო კედლის გაზეთებს ქმნიან
14-03-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

დირექციის ინფორმაციით, კლასებში სწავლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ბავშვები, კომპლექსური დავალებების ფარგლებში მეტად საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.

„ჩვენდამი რწმუნებულ საჯარო სკოლაში კოვიდპანდემიის ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს აქტიური სწავლა-სწავლების პროცესი კლასში. ჩვენი ყურადღება ამჯერად, კომპლექსური დავალების ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტზე, - „კედლის გაზეთების“ მომზადებაზე გამახვილდა. გამოვყოფთ, მე-8 კლასელის, არჩილ ჩუბინიძის ნამუშევრებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „ადამიანი და გარემო“, აგრეთვე, მუსიკაში და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - „მიუზიკლი“.  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, რუსეთ-უკრაინის ომის საშინელების ფონზე ჯომოლუნგმაზე ასატანი თეთრი ბაირაღივით სჩანს მოსწავლის მიერ შექმნილი დასახელებული ნამუშევრები, რომლებიც მოგვიწოდებენ გვიყვარდეს ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და ბრძოლის მაგივრად ჩვენში ჩადებული შემოქმედის ძალა წარმოვაჩინოთ კეთილგონივრულად - (შე)ვქმნათ, შევიყვაროთ, გავახაროთ, ვასაზრდოოთ, გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა!“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203