აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ექიმის როლი მოირგეს
14-03-2022

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „პატარა მედიკოსების“ როლი მოირგეს.

სახალისო სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი ლელა ყოლბაია ხელმძღვანელობდა. აქტივობის თემა გახლავთ - „ჯანმრთელობა/დაკვირვება გულისცემასა და სუნთქვაზე“.

პატარა „ექიმებმა“ იმსჯელეს ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, გულდასმით გამოიკვლიეს ერთმანეთის ჯანმრთელობა, დააკვირდნენ გულისცემას, შეიკრიბნენ და კონსილიუმზე ერთხმად გადაწყვიტეს გამოეწერათ სიყვარულისა და მეგობრობის რეცეპტები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203