ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს თანადგომას უცხადებენ
14-03-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და მეგობარი ქვეყნის თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოსწავლეებმა ომის თემაზე შექმნეს პოსტერები უკრაინის დროში ფერებში, რითაც თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს.

ჩაწერეს ვიდეომიმართვები, სადაც აგრესორს სროლის შეწყვეტა სთხოვეს, რადგან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები ეწირებიან.

პატარებს კარგად აქვთ გააზრებული, თუ რამ მძიმე შედეგები მოჰყვება საომარ მოქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ფატმან კლდიაშვილი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203