დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მესამეკლასელებმა საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარადგინეს
14-03-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამის ერთ-ერთი მაგალითია მესამეკლასეთა შესრულებული კომპლექსური დავალება. 

მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენასა და ლიტერატურის კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა დავალებაზე ი. გოგებაშვილის მოთხრობის - „გულკეთილი ქვრივის“ მიხედვით იმუშავეს. 

საინტერესო კომპლექსური დავალება მესამეკლასელებს პედაგოგმა, იზა ნინიაშვილმა შესთავაზა. 

მოსწავლეებმა განიხილეს მეზობლის დღიურები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203