დილიკაურის საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
11-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირების ღონისძიება დაგეგმეს და მოსაწვევები სიხარულით დაარიგეს.
სკოლის მუსიკის პედაგოგის, ეთერ პერანიძე - ოდიკაძის ინიციატივითა და ორგანიზებით ღონისძიება - „მე მიყვარს დედა“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
„ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო სიმღერებით, ცეკვებით და ლექსებით წარსდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე ჩვენი პატარები. მადლობა ქალბატონ ეთერს და მის მოსწავლეებს ამ სასიამოვნო დღისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს