რიონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს
11-03-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა 3 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს. მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და თავიანთი ემოციები ამ გზით გადმოსცეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი სიყვარულით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ყველა დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეთა სიმრავლეს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203