თეთრიწყაროს N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ბუკლეტები შექმნეს
11-03-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შემაჯამებელი კომპლექსური დავალება შეასრულეს. კომპლექსური დავალება - „ჩემი სახლის ბუნებრივი გარემო“, სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“, ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა.
„ახალი სკოლის მოდელი“ ითვალისწინებს ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომელშიც ყველა მოსწავლე იქნება ჩართული და თავის შესაძლებლობას გამოავლენს.
მოზარდმა უნდა შეძლოს კლასში შეძენილი ცოდნა მის ირგვლივ არსებულ რეალობას დაუკავშიროს. ამის განხორციელებას კი ხელს უწყობს შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შესრულება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული შემაჯამებელი კომპლექსური დავალება მე-3 კლასში განხორციელდა. მოსწავლეებმა პროდუქტის სახით შექმნეს ბუკლეტები.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსური დავალება სამი გაკვეთილის ფარგლებში შესრულდა. მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი, უზიარებდნენ ერთმანეთს ბუკლეტის შექმნის პროცესებს. არანაკლებ დაინტერესებულნი იყვნენ მშობლებიც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს