ნიგვზარის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
სკოლაში საქართველოს დროშა დაუშვეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სოლიდარობა უკრაინასაც გამოუცხადეს.
„საქართველოს ოკუპაციიდან 101 წელი და კიდევ ერთი უმძიმესი 25 თებერვალი. განსაცდელიში მყოფი უკრაინა... „ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“ ...
ღმერთო, გვაცილე ომის ქარცეცხლი, ღმერთო, გვაცილე სიკვდილი ცელით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: