„დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები გერმანიის საელჩოსა და ჩვენს სკოლას შორის“- თელავის N9 სკოლაში მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლეს
11-03-2022
თელავის N9 საჯარო სკოლაში, 28 თებერვალს სტუმრად გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ტანია ჰუთი და ამიერკავკასიაში გერმანული ენის კოორდინატორი ანგელა შმიდტი იმყოფებოდნენ.

შეხვედრამ მეტად ნაყოფიერად ჩაიარა - დაიგეგმა სამომავლო პროექტები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სტუმრებთან სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით წარსდგნენ.

„სტუმრების სურვილი იყო, გაცნობოდნენ სკოლას, როგორც ერთადერთ DSD სკოლას კახეთში. მოსწავლეები სტუმრების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ - ისაუბრეს სკოლაზე, მის წარსულსა და აწმყოზე. დაიგეგმა სხვადასხვა სამომავლო ერთობლივი პროექტები გერმანიის საელჩოსა და ჩვენს სკოლას შორის. ვისურვებდით ყველა პროექტისა და იდეის განხორციელებას ჩვენი მოსწავლეების სასიკეთოდ! მადლობა გერმანიის საელჩოსა და ამიერკავკასიაში გერმანული ენის სწავლების საკოორდინაციო ცენტრს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203