„გვინდა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მშვიდობისათვის, თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინას!“-ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მხარდაჭერა მეგობარ ქვეყანას
11-03-2022
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები უკრაინელთა მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ.
სკოლაში - ტანსაცმელი, სურსათი და სხვა საჭირო ნივთები შეგროვდა, რომლებიც შემდგომ გასაგზავნად გამზადდა. პედაგოგებმა ასევე, უკრაინელებისთვის თანხაც გადარიცხეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდასაჭერად სკოლის დერეფანში და საკლასო ოთახებში ნახატების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად შეასრულეს ნამუშევრები.
„როგორც საქართველოს ყველა რეგიონი, დაწესებულებები და მოსახლეობა, ჩვენც, გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა გუნდი უკრაინელთა მხარდამჭერ აქციას შევუერთდით. სკოლაში შეგროვდა ტანსაცმელი, სურსათი, თეთრეული და გასაგზავნად გამზადდა ამანათები. მასწავლებლებმა მონაწილეობა მივიღეთ და თანხები გადავრიცხეთ ლიბერთი ბანკის და სხვადასხვა მარათონის მიერ მითითებულ ანგარიშებზე. ჩვენც გვინდა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მშვიდობისათვის, თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინას! მადლობა სიმამაცისთვის! დიდება გმირებს! დიდება და თავისუფლება უკრაინას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს