„მშვიდობა და თავისუფლება უკრაინას!“- ბანძის საჯარო სკოლაში მეგობარ ქვეყანაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.
სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ. მათ მშვიდობასა და თავისუფლებას უსურვებენ.
დირექციის ინიციატივით, წამოწყებულ სოლიდარობის აქციაში მთელი სკოლა ჩაერთო. შეგროვდა თბილი ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
„თანადგომა, სიკეთე, მშვიდობა და თავისუფლება უკრაინას!
დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მშობელს თუ თანამშრომლს... მადლობა აგრეთვე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს თემურ ელიავას გვერდში დგომისათვის“,- წერს სკოლა.