„დირექციამ უნდა გაითვალისწინოს მშობლის მოსაზრება“ - ლეილა მერაბიშვილი, დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
სასკოლო ცხოვრებასა და თავად მოსწავლის სწავლა - განათლების საკითხებში მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობას დიდი ადგილი უკავია. არის შემთხვევები, როდესაც ამ ორ მნიშვნელოვან რგოლს შორის ურთიერთობის დარეგულირება ხდება საჭირო და სწორედ ამ დროს ერთვება დირექტორი.etaloni.ge დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება პედაგოგსა და მშობლის ურთიერთობა დარეგულირდეს და ზოგადად, რა ბერკეტი აქვს დირექტორს საკითხის გადასაჭრელად. ამის გასარკვევად თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორს,
ლეილა მერაბიშვილს დავუკავშირდით:
- დირექტორმა და დირექციამ მშობელთან და მასწავლებელთან კომუნიკაციით უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა. სკოლის დირექციამ უნდა გაითვალისწინოს მშობლის მოსაზრება და შემდეგ, მასწავლებელთან გაიაროს კონსულტაცია, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს; საჭიროების შემთხვევაში დირექტორი უნდა ჩაერთოს და სწორედ მისი გავლით მოხდეს საკითხის შესაბამისად გადაწყვეტა.